"პასუხი პუტინს", - ამ სლოგანით თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირის გავლით პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ.
"საქართველოს მოსახლეობა არასდროს შეგუებია ოკუპაციას. ქართველებს არასდროს დაუხევიათ უკან და დღესაც, საჭიროა არ მივცეთ პუტინს საშუალება, გადაწეროს ისტორია. დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ მყარი პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია", - აცხადაბენ აქციის ორგანიზატორები.